17 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
გორის სტადიონზე საფეხბურთო მატჩი ჩხუბითა და ქვების სროლით დასრულდა

ჩხუბითა და ქვების სროლის ფონზე დასრულებული საფეხბურთო მატჩი გორის სტადიონზე. გორის დილასა და თბილისის დინამოს ფეხბურთელებს შორის დაწყებული უთანხმოება, გულშემატკივრებმა ფიზიკური დაპისპირებით გააგრძელეს. დაზიანებულია სტადიონის ინფრასტრუქტურა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიცია. სამართალდამცველებმა გულშემატკივრებს სტადიონის ტერტიორია დაატოვებინეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები