17 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა გადადეს და მერიას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადა მისცეს

მეტროს მემანქანეები ამ ეტაპზე აღარ გაიფიცებიან, თბილისის ყველა მეტრო სადგური დღეს ჩვეული განრიგით იმუშავებს. გადაწყვეტილება მემანქანეთა ასოციაციის წევრებმა გუშინ გვიან ღამით გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მეტროს თანამშრომლების განცხადებით ისინი თბილისის მერიასა და სატრანსპორტო სამსახურს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ერთთვიან ვადას აძლევენ. თბილისის მერია კი მათთვის ხელფასების გაზრდას არ გეგმავს.

"30 დღის მერე თუ არ მოხდა იმის დაკმაყოფილება რაც ჩვენს მოთხოვნაშია, ისევ გაგრძელდება ის პროცესები რაც 3 მაისით იყო დათარიღებული,"-აცხადებს "ერთობა 2018"-ის წარმომადგენელი, არჩილ ლაბაძე.

დღის ამბები