17 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
"ჩვენ დავამთავრებთ RMG Gold-ს აუცილებლად“ - დმანისში საყდრისის კომიტეტისა და დმანისის გადარჩენის ფონდის წევრები ჩადიან

დმანისში მონიტორინგისთვის საყდრისის კომიტეტისა და დმანისის გადარჩენის ფონდის წევრები ჩავლენ.

მათ უნდა გაარკვიონ რა საფრთხე ელოდება დმანისში, ბნელ ხევში „RMG Gold“-ის მიერ წარმოებული სამუშაოების შემდეგ ისტორიულ ნაგებობებს. მათი თქმით, საფრთხის ქვეშ არის ფიტარეთის მონასტერი, რომლის სიახლოვესაც კომპანიამ კარიერული წესით ოქროს მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო.

„შევქმნით სამართლებრივ საფუძველს იმისთვის რომ თავიდან ბოლომდე  ჩამოვხსნათ ფარდა "RMG Gold"-ის უკანონო ქმედებას, რომელსაც ის ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის პირდაპირი ხელდასმით აკეთებს. ჩვენ დავამთავრებთ "RMG Gold"-ს აუცილებლად“- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები