17 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ნარკოლოგების აზრით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შენარჩუნების მიზნით პარლამენტში დეზინფორმაციას ავრცელებენ

რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შენარჩუნების მიზნით პარლამენტში დეზინფორმაციას ავრცელებენ - ამასთან დაკავშირებით ბრიფინგზე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ექსპერტებმა და ნარკოლოგებმა ისაუბრეს.

მათი განცხადებით, პარლამენტში შეხვედრაზე ერთ-ერთმა მომხსენებელმა შეცდომაში შემყვანი პრეზენტაცია წარადგინა.

ექსპერტების აზრით, აღნიშნული მოხსენების მიზანი დეპუტატების შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმაციის გავრცელებაა.

„ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ხდება სხვა ქვეყნების წარმატებული მაგალითების დისკრედიტაცია და მათი მოშველიება, რომ ამ ქვეყნებში ამ პრობლემამ უფრო უარესი მოახდინა, ვიდრე მას ელოდებოდნენ. გიორგი კანდელაკს უნდა ვუპასუხოთ მის ე.წ. ნაშრომზე, სადაც მან ციფრებით მანიპულირება მოახდინა, გარკვეული სტატისტიკური მონაცემების გაყალბება,“- განაცხადა ნარკოლოგმა და სამედიცინო ცენტრ „ურანატის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ სიხარულიძემ.

დღის ამბები