17 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"მერია არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას"-მტკვარზე ტივის დემონტაჟს მფლობელები აპროტესტებენ

ამ წუთებში თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, მტკვარზე მცურავი ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს. სასტუმროსა და კაფეს ტიპის ნაგებობის მფლობელები განმარტავენ, რომ მერიის ქმედება უკანონოა და მის უკან კონკრეტული, გავლენიანი პირების ინტერესები დგას. ისინი ამბობენ, რომ ყველა დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ, რაც მათ უფლებას აძლევს იქ კონკრეტული ობიექტი ამუშაონ.

„ზედამხედველობის სამსახურმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სასამართლოში ამ წუთას მიმდინარეობს განხილვა უზრუნველყოფის საკითხის და სასამართლო მსჯელობს შეაჩეროს თუ არ შეაჩეროს სააღსრულებლო წარმოება. დღის ბოლომდე ზედამხედველობის სამსახურმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გადაწყვიტეს, რომ არ დალოდებოდნენ სასმართლოს და აღსრულება მაინც დაეწყოთ. მიმდინარეობს დემონტაჟი მცურავი ობიექტის, რომელზეც რეაგირება საერთოდ არ გააჩნდა თბილისის ზედამხედველობის სამსახურს,“-განაცხადა „რივერ ჰოტელის“ ადვოკატმა ნინო სოსელიამ. 

დღის ამბები