17 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
დმანისის გადარჩენის ფონდისა და საყდრისის კომიტეტის წევრები ტანძიაში ჩავიდნენ - მოსახლეობა კი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

დმანისის გადარჩენის ფონდისა და საყდრისის კომიტეტის წევრებმა ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს, რომლებსაც ღია კარიერების გახსნის შემთხვევაში საფრთხე ემუქრებათ.

ფიტარეთის მონასტრისა და ხულუტის ციხის მიმდებარედ, ე.წ. ბნელ ხევში, არემჯი გოლდი ოქროს მოპოვებით სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს, იქ წინასწარი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, მათ შორის გაყვანილია გზები და გაკაფულია ტყე.

„ეს ისე უნდა დალაგდეს, რომ ეს უნიკალობა არ იყოს დარღვეული ადამიანებისთვის ეს სასიცოცხლო გარემო, წარსულისთვის პირველადი მნიშვნელობის სივრცე და ბუნებრივი უნიკალობა ხომ თვალსაჩინოა,ამის დაცვა ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა,“ - აცხადებს საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა ვაჩეიშვილი.

სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობაც აპროტესტებს. მათ უკვე 22 დღეა გადაკეტილი აქვთ ტანძია-ფიტარეთის სამანქანო გზა.

„ბატონო ბიძინა მოგიწოდებთ და ვალდებულად მიმაჩნიხართ შაბათს ამობრძანდეთ და შეხვდეთ ხალხს. თუ თქვენ არ ამოვბრძანდებით და ხალხს არ დაელაპარაკებით, ახლა ხომ მთავრობაში ხართ? მე ჩემი ათი შვილით და მეუღლით ორშაბათს მოვდივარ ფეხით თქვენთან და იქ ვისაუბროთ“-მიმართა ადგილობრივმა ბიძინა ივანიშვილს.

დღის ამბები