საქართველო მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრშია.
დღეიდან 5 დღის განმავლობაში დედაქალაქში მერსედეს ბენცის მოდის კვირეული ფარგლებში ჩვენებები, შოუები, გამოფენები და მასტერკლასები გაიმართება. საკუთარ კოლექციას თბილისში 44 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს.
სპეციალურად მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში დედაქალაქს 200-მდე უცხოური მედიისა და მოდის სფეროს წარმომადგენელი ესტუმრა.
ღონისძიებებს ძირითადად თბილისის ცირკის შენობა უმასპინძლებს.