17 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
"ჩაიდინეს დანაშაული და უნდა დაისაჯონ" - ზვიად რატიანი პროკურატურას პოლიციელების მფარველობაში ადანაშაულებს

ზვიად რატიანი პროკურატურის წინააღმდეგ - პოეტი საგამოძიებო უწყებას პოლიციელების მფარველობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის საქმეს შეგნებულად არ იძიებენ.

ზვიად რატიანი ასევე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და გამოძიების წარმართვას დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით ითხოვს.

ზვიად რატიანის უფლებებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტები იცავენ, ადვოკატები პროკურატურის მოუწოდებენ, რომ პოეტის ფიზიკური ანგარიშსწორების გამო გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს და დანაშაულის კვალიფიკაცია მოხდეს.

"ჩაიდინეს დანაშაული და უნდა დაისაჯონ. შინაგანად მე მართლა არ მაქვს ის, რომ აი რამდენიმე ტიპი სამსახურის გარეშე დარჩა და ოჯახი დაემშა. აბსოლუტურად არ არის ეს ჩემთვის მიზანი. გაცილებით მეტი პრობლემები მაქვს და საქმეები და ამ ბოღმით ვერ გადავივსებ გულს და ტვინს. მაგრამ სამართლებრივად ხომ დანაშაულია? უნდა გამოიძიონ, დასაჯონ,“-განაცხადა ზვიად რატიანმა. 

ინციდენტი პატრულის თანამშრომლებსა და პოეტ ზვიად რატიანს შორის 23 დეკემბერს მოხდა.

დღის ამბები