17 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
რობაქიძის საქმე - პროკურორებმა საქმეში არსებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა წარადგინეს

ბუტა რობაქიძის საქმეზე, დღეს ბრალდების მხარემ, მტკიცებულების სახით, საქმეში არსებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა წარადგინა. პროკურორებმა სასამართლო პროცესზე იარაღების მჭიდები და ვაზნები წარადგინეს. საბრძოლო მასალა შემთხვევის ღამეს იქნა ამოღებული.

გურამ დონაძე, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია და რომელსაც გამოძიება ფირების გაყალბებას ედავება, ამბობს რომ  მისთვის გაურკვეველია, როგორ მოხერხდა ხელყუმბარისთვის ექსპერტიზის ჩატარება და როგორ დადასტურდა, რომ ის ვარგისია.

„თუ თემირლან მაჩალიკაშვილის შემთხვევაზე ხელყუმბარა ააფეთქეს და მაინც, იქ არ აღმოჩნდა არც მისი დნმ და არც თითის ანაბეჭდი, ამ ხელყუმბარებს როგორ ჩაუტარდა მაშინ ექსპერტიზა და როგორ დადასტურდა, რომ ის საბრძოლო მდგომარეობაშია და ვარგისია. კვლავ დადასტურდა კიდევ, რომ ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი ვართ,“ - განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

დღის ამბები