ახალგაზრდა რეჟისორი ეროვნული კინოცენტრს უპირისპირდება. რატი წითელაძე აცხადებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ მის პროექტს - "ცარიელი სახლი" ცენტრი განგებ ბლოკავს და დაფინანსებას არ აძლევს.
„ფილმი არის 12 წლის გოგოზე. პირველი კითხვა და ერთადერთი კითხვა ჰქონდათ მთავარ გმირზე, რომელიც მამაკაცი ეგონათ, რომელიც ორ აქტში მონაწილეობს. სახელიც კი არ იცოდნენ. ამის მერე გასაგები გახდა, თუ რა მიდგომა ჰქონდათ. მითხრეს, რომ თუ კანს მოეწონა, მაშინ იქ გააკეთეთ. მე მინდა, რომ ქართული ფილმი გადავიღო,“- განაცხადა რატი წითელაძემ.
ახალგაზრდა რეჟისორის ბრალდებებს ეროვნულ კინოცენტრში გამოეხმაურნენ. მათი თქმით, საექსპერტო კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას და სანამ კონკურსი არ დასრულდება, მათი მხრიდან კომენტარის გაკეთება შესაძლოა, კომისიის წევრებზე ირიბ ზეწოლად ჩაითვალოს.