საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, მულტიმედია განათლების ცენტრში, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღნიშნა. ღონისძიებას მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ოფიციალურად გამოცხადდა ღია კონკურსი მედიის წარმომადგენლებისთვის, ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში - 2018 საუკეთესო ნამუშევრები, წლის ბოლოს გამოვლინდება.
საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, რომელიც ასევე დაკავშირებულია მედია პლურალიზმისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფასთან. ვხედავთ, რომ საქართველომ ბევრ რამეს მიაღწია, თუმცა კვლავ ბევრი რჩება გასაკეთებელი," - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა.