17 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედია აკადემიას აფუძნებს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედია აკადემიას აფუძნებს. წიგნიერების პროექტი ჟურნალისტებისა და მედია მენეჯერებისთვის 4 ძირითადი კომპონენტისგან შედგება. დაგეგმილია, როგორც მედია მენეჯერებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე მომხმარებლის ცოდნის გაზრდა, რათა მათ შეძლონ ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება მედია ლაბორატორია, რომელიც ციფრულ მედიაში მომუშავე სტარტაპებს დაეხმარება.

„კომისია გააკეთებს მედიაკრიტიკის პლატფორმას, სადაც შეეძლებათ პროფესიონალებს ჯანსაღი კრიტიკა ამ პლატფორმაზე.

ამის მიზანი იქნება ის, რომ მიეხმაროს არსებულ მედიასაშუალებებს რომ უკეთ აკეთონ საკუთარი მედიაპროექტები და მეორეს მხრივ გარკვეული მომხმარებლისთვის გარკვეული გზამკვლევი იყოს“-აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კობა ბექაური.

მედია წიგნიერების პროექტი ამერიკელი მედია ექსპერტისა და მედია მენეჯერის, მიჩ სემელის ტრენინგით დაიწყო.

„ჩვენ ვისაუბრეთ ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევას და მის გავრცელებაზე. ეს არ არის ახალი ფენომენი, დაახლოებით 300 წლის ისტორია აქვს. ამიტომ, ვფიქრობ რომ ეს საკითხი მნიშვნელოვან გაანალიზებას საჭიროებს. მედიის წარმომადგენლებს სიამოვნებით გავუზიარებ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას“- Long Island University-ის პროფესორი მიჩ სემელი.

დღის ამბები