„თბილისის ცის ქვეშ“ - დედაქალაქის მერია ახალ კულტურულ პლატფორმას ქმნის. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.
პლატფორმის მიზანი დედაქალაქის მასშტაბით კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრის შექმნაა.
„მინდა, ამ პროექტის ირგვლივ გავაერთიანოთ ხელოვნების, კულტურის წარმომადგენლები და დაწყებული მაისიდან აგვისტოს ბოლომდე, შეიძლება კიდევ გაგრძელდეს, ყოველი კვირის პარასკევი-შაბათი-კვირა ქალაქში იქნება კონკრეტული ადგილები მოცემული, სადაც იქნება სხვადასხვა სახის ღონისძიებები,“ - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.