17 ნოემბერი 2024,   20:13
ვრცლად
„არემჯი გოლდის“ მორიგი სამიზნე - ოქროს მოპოვებით სამუშაოებს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი უნიკალური სამონასტრო კომპლექსი შეეწირება

ოქროს მოპოვებით სამუშაოებს, სავარაუდოდ, ფიტარეთში ახლახანს აღმოჩენილი უნიკალური სამონასტრო კომპლექსი შეეწირება. ნაეკლესიარს უკვე აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. კომპლექსამდე მისვლა თითქმის შეუძლებელია. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, კომპანია „არემჯი გოლდის“ კეთილი ნება სჭირდება, რომ ძეგლის სანახავად ტერიტორიაზე შესვლა შეძლოს.

ძეგლი უკვე შეამოწმეს არქეოლოგებმა. ამ დროისთვის, მის უნიკალურობაზე მსჯელობა მხოლოდ ფოტოების მიხედვით შეიძლება.

ტანძიაში დარწმუნებულები არიან, თუ კი ტერიტორიაზე ღია კარიერები გაკეთდება, აფეთქებები ძეგლს საბოლოოდ გაანადგურებს.

ახლად აღმოჩენილი სამონასტრო კომპლექსის გარდა, საფრთხეს „არემჯი გოლდის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოები, კიდევ ორ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უქმნის. ხულუტის ციხე და ფიტარეთის მონასტერი სავარაუდოდ, აფეთქებებისგან გამოწვეულ ბიძგებს ვეღარ გაუძლებს.

ახლახანს აღმოჩენილი ნაეკლესიარის ნახვა დმანისის გადარჩენის ფონდისა და საყდრისის კომიტეტის წევრებმა ვერ შეძლეს. ისინი ტერიტორიაზე კომპანია „არემჯი გოლდის“ წარმომადგენლებმა არ შეუშვეს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ძეგლი კომპანიის ტერიტორიაზე არ არის, თუმც დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ნაეკლესიარის გადასარჩენად სამმხრივი ხელშეკრულების მიხევდით იზრუნებენ. 

დღის ამბები