17 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოსთან ზვიად კუპრავას მხარდამჭერი აქცია გაიმართება 

სააპელაციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ ზვიად კუპრავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

კუპრავას მეგობრები და მისი თანამოაზრეები, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ წევრები დიღომში, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ზვიად კუპრავა შერჩევითი სამართლის მსხვერპლია და მისი ბრალეულობის მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.

„ზვიად კუპრავა სრულიად უკანონოდ, დაუსაბუთებელი ბრალდებებით იმყოფება პატიმრობაში და შევეცდებით მივაწვდინოთ ხმა ყველას, ვისთვისაც ამ ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა, შერჩევითი სამართალი, არის დანაშაული,“-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ლაშა ცუცქირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები