სასმელი წყალი, გაზი, გარე განათება და მომატებული კრიმინალი - ამ პრობლემებზე კასპის რაიონის სოფელ ფერმის მცხოვრებლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრეს.
ნიკა მელიას თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად ხელფასების ზრდითა და ძალაუფლების შენარჩუნებითაა დაკავებული.
„თავიანთ ნაჭუჭში არიან ჩაკეტილები, ზრუნავენ საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე და არ აინტერესებთ ქვეყანაში ხალხი როგორ ცხოვრობს.
მათ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებას და ამისთვის იღწვიან ამიტომ დასკვნა არის მარტივი ეს ადამიანები უნდა გავუშვათ სახლებში და უნდა ჩატარდეს არჩევნების ადაც ხალხი აირჩევს იმ ძალას, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ინტერესებს“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.