სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კიბერთავდასხმის შედეგად კომპიუტერულმა ვირუსმა სააგენტოში დაცული მონაცემთა ბაზები, პროგრამები და ელექტრონული მისამართები დააზიანა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ.
"საერთაშორისო საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელების და სხვა ალტერნატიული საშუალებებით სააგენტომ უკვე უზრუნველყო ყველა საჭირო ადრესატის ინფორმირება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში. საავიაციო საწარმოებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების გაწევა გრძელდება შეფერხების გარეშე,“ - აღნიშნულია სააგენტო მიერ გავრცელებულ განცხადებაში.