ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გადასატანად 100 წლოვანი ჭადარი უკვე ანაკლიის სანაპიროზეა. მისი ტრანსპორტირება სოფელ დიდინეძიდან დაიწყო და დღეს გაგრძელდება.
მთელი ღამის განმავლობაში კი ვიდრე ხე გადაჰქონდათ, შეზღუდული იყო მოძრაობა. განადგურებულია საგზაო ნიშნები, ხოლო რამდენიმე სოფელში გათიშული იყო ელექტროენერგია.
ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ტვირთის გატარების შესახებ შემოსული განცხადების საფუძველზე კომპანიამ კანონის შესაბამისად იმოქმედა.