17 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია

ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 5 მაისს თბილისში, რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე, ევროპის დღე აღინიშნება, რის გამოც, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიასა და გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება," - ნათქვამია განმცხადებაში.

 განცხადების თანახმად, 4 მაისს 21:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაა: ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით; მეტეხის ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან ევროპის მოედნის მიმართულებით; მეტეხის ქუჩაზე და წრიული მოძრაობა ევროპის მოედანზე.

5 მაისის 17:00 საათიდან 23:00 საათამდე მოძრაობა, ასევე, აიკრძალება გორგასლის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.

ევროპის მოედანზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება 5 მაისის 00:00 საათიდან, ხოლო 6 მაისის 10:00 საათიდან - სრულად.

დღის ამბები