17 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ახმეტაში ხრამში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს

ახმეტის რაიონში, სოფელ ხადორის მიმდებარედ, ხრამში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი მუშაობდა.

უბედური შემთხვევა სოფელ ხადორში გუშინ მოხდა. 150 მეტრის სიმაღლიდან ახალგაზრდა მამაკაცი ხევში ჩავარდა. ის თანმხლებ პირებთან ერთად ახმეტის რაიონში სანადიროდ იყო წასული.

დღის ამბები