17 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
ვულკანის ამოფრქვევა ჰავაიზე და ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრები

ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევამჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევამ ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრები გამოიწვია.

სეისმოლოგებმა კუნძულზე 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დააფიქსირეს, რაც 1975 წლის შემდეგ არ მომხდარა.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, 15 ათასამდე აბონენტს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა.

კრატერმა "კილაუეამ" ჰავაიზე ამოფრქვევა გუშინ დაიწყო. ვულკანიდან ცეცხლოვანი ლავა 30 მეტრის სიმაღლეზე იფრქვევა, რის შედეგადაც რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა, დაზიანდა გზებიც. სტიქიის ზონიდან 2 ათასამდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.  

დღის ამბები