დარღვევები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღმზრდელობით დაწესებულებებში კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა, რის გამოც, რამდენიმე ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა.
გურჯაანის მეორე, მესამე და ბაკურციხის ბაღებს ათას-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.
ინფრასტრუქტურული ხარვეზების სრულად გამოსწორებამდე ბაღებს მუშაობის გაგარძელების უფლება არ ექნებათ.
გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოფხვრას უახლოეს დღეებში შეძლებენ.