კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების კიდევ ერთია აქცია მერიასთან - დაზარალებული ბინების მშენებლობაში შეტანილი თანხის ანაზღაურებას და მერთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, 2016 წლის არჩევნების დროს მათ ქართული ოცნების ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდა.
„კეთილი ინებონ და მოგვხედონ, ჩვენი მეტი არაფერი გვინდა. გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია იმიტომ, რომ ეს ხალხი ჩვენი მოყვანილია,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.