ლიტერატორის და პედაგოგის, ვახტანგ როდონაიას, სახელობის ოთახი გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა.
ახალი სივრცე მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის საინტერესო და შემეცნებით საღამოებს გამართავს. ასევე, იგეგმება კონკურსების და ლიტერატურული საღამოების და თემატური საღამოების მოწყობა.
ღონისძიებას ხელოვანები და პედაგოგის ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.