ინგოროყვას ქუჩაზე დაჭრილი ტურისტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
„მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობებით შემოვიდა პაციენტი 02:14 საათზე შემავალი გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში. წაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში... სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და შოკის გამო, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ამჟამად მოხსნილია აპარატიდან, დინამიკა დადებითი აქვს,“ - განაცხადა მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე მუმლაძემ.
თავდასხმა საფრანგეთის მოქალაქეზე გუშინ გვიან ღამით მოხდა.
უცხოელი ტურისტი მუცლის არეში დანით დაჭრეს. თავდასხმა, სავარაუდოდ, თანხის გამოძალვის მოტივით მოხდა.
სამართალდამცავებმა თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს.