"არა წყალი, არა მომავალი!" - ამ სახელწოდებით აქცია დღეს სპორტსმენების ნაწილმა ქართუ ჯგუფის ოფისთან გამართა. აქციის მონაწილეები ლაგუნა ვერეს აღდგენას და აუზის სახელწიფო მფლობელობაში გადაცემას მოითხოვენ.
სპორტსმენები ამბობენ, რომ ლაგუნა ვერე წლების წინ კომპანია იუნონამ შეიძინა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ქართუ ჯგუფის მფლობელობაშია. თუმცა, ლაგუნა ვერეზე ამ დრომდე რეაბილიტაცია არ დაწყებულა.
აქციის მონაწილეები სპორტული კომპლექსისთვის ძველი ფუნქციის აღდგენას მოითხოვენ.