იყო თუ არა "მეფედრონი" ის ნარკოტიკი, რამაც ერთი დღე-ღამის განმვალობაში სამი ახალგაზრდის სიკვიდლი გამოიწვია - ნარკოლოგების ნაწილი ვვარაუდობს, რომ
ეს არ იყო ე.წ. აბაზანის მარილი და ახალგაზრდების დაღუპვა "ფენტანილმა" გამოიწვია, რომელსაც ძალზე ძლიერი ზემოქმედება აქვს და ის "მეფედრონის" სახელით იყიდება. ამ ვარაუდის საფუძვლად სპეციალისტები სიმპტომებს ასახელებენ, რომელიც მათი მტკიცებით მეფედრონს არ ახასიათებს.
"უფრო მეტად ვფიქრობ რომ სავარაუდოდ ეს "ფენტანილი" შეიძლება ყოფილიყო. "ფენტანილი" არის ძალიან ძლიერი, ძალიან საშიში სინთეტური ოპიოიდი, რომელიც არის "მორფინზე" დაახლოებით ასჯერ და "ჰეროინზე" დაახლოებით 10-ჯერ უფრო ძლიერი. ჩრდილოეთ ამერიკაში ამჟამად არის "ფენტანილის" დოზის გადაარბების ეპიდემია და თუ ეს პრეპარატი საქართველოშიც შემოვიდა, ჩვენ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. მომხმარებლები როდესაც იძენენ ამ ნივთიერებას, არ იციან რომ ეს არის "ფენტალინილი," როგორც წესი "ჰეროინის" სახელის საღდება, ამიტომ დოზას ვერ არჩევენ სწორად და ძალიან ხშირია სიკვდილი დოზის გადაჭარბებით,"-აცხადებს ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი.
იგი განმარტავს რომ, შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალისტებს იმის შესახებ, თუ რა ახალი ნივთიერებები ტრიალებს შავ ბაზარზე, იმისათვის რომ მათ იცოდნენ რაზე აიღონ ეჭვი.
გარდა ამისა, ოთიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართავს და აცხადებს, რომ უწყებამ აუცილებლად უნდა ამოიღოს პრეპარატი "ნალოქსონი" სარეცეპტო მედიკამენტების სიიდან, რადგან მისი თქმით, ის ერთადერთი ანტიდოტია, რომელიც დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სავარუდოდ, ახალი თაობის ნარკიტიკით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 10-ს აღწევს, 15 ადამიანი კი კლინიკებშია გადაყვანილი.