17 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
აჭარის რევოლუციიდან 14 წელი გავიდა

აჭარის რევოლუციიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2004 წლის 6 მაისს საზოგადოების საპროტესტო მასობრივი გამოსვლების ფონზე აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე გადადგა. ის აბაშიძე მოსკოვში 6 მაისს გამთენიისას რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან იგორ ივანოვთან ერთად გაფრინდა. აჭარაში მოვლენები მას შემდეგ დაიძაბა, რაც აბაშიძის ბრძანებით ქაქუთის და ჩოლოქის ხიდები ააფეთქეს და რეგიონი დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციეს.

2004 წლამდე, დანარჩენი საქართველოდან, აჭარის ადმინისტრაციული საზღვრის გავლისას, საპასპორტო და საბაჟო კონტროლი იყო დაწესებული, აბაშიძეს ჰყავდა თავისი შეიარაღებული ძალები და ისინი თბილისს ღია დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ. 

დღის ამბები