14 წელი აჭრის რევოლუციიდან-გვიან ღამით ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ და მხარდამჭერებთან ერთად რევოლუციის წლისთავი აღნიშნეს. პარტიის წევრები სიმბოლურად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდნენ. სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყო 14 წლის წინ გამოსვლები, რაც ასლან აბაშიძის წასვლით დასრულდა.