ოპერის თეატრში ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის ფინალი გაიმართა. კონკურსი 30 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა. 1 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით თბილისის ოპერის სცენაზე 45 ახალგაზრდა მომღერალი სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდა მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე საერთაშორისო ჟიურის წინაშე 12 მონაწილე წარსდგა.