„კავკასიის მთის ცენტრი“ - საქართველოში ტურიზმის განვითარების რეალური შესაძლებლობა - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმა ახალი პროექტი მსოფლიოში ცნობილ მთამსვლელთან შეხვედრის შემდეგ.
მესტიაში, ზურულდზე „კავკასიის მთის ცენტრის“ შექმნა შარშან გადაწყდა. ამჯერად კი, მთამსვლელი რაინჰოლდ მესნერი საქართველოში სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა და მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ცნობილ არქიტექტორ ვერნერ ჩოლთან ერთად დაათვალიერა.
„კავკასიის მთის ცენტრი“ მესნერის მუზეუმების ქსელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება.
„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ რომ ეს პროექტი იწყება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საჩვენებელი ადგილი მთელ საქართველოში და მთელს რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება უდიდესი ბიძგი მთის ტურიზმის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, მოიზიდავს უამრავ ტურისტს, რომლებიც ეზიარებიან ამ უნიკალურ კულტურას, რასაც ჰქვია საქართველო, რასაც ჰქვია სვანეთი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.