17 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
„ფენტანილი“ „მეფედრონის“ ნაცვლად-ნარკოტიკი, რომელსაც ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა სავარაუდოდ ბიოჰეროინია

ნარკოლოგთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ნარკოტიკული საშუალება, რამაც ერთი დღე-ღამის განმვალობაში სამი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, არა "მეფედრონი," არამედ „ფენტანილია.“ სპეციალისტების თქმით „ფენტანილი,“ რომელსაც ბიოჰეროინსაც უწოდებენ,  ძალზე ძლიერი ნარკოტიკია. ის ხშირ შემთხვევაში ჰეროინის სახით იყიდება, რის გამოც მისი დოზირება ვერ ხერხდება, რაც ნარკომომხმარებლის სიკვდილს იწვევს.

„არ ვიცით რა ნარკოტიკია და ეს ყველაზე ცუდია.  ჩვენი ვარაუდით და კლინიკა რაც არის ამ წუთას, ძალიან ჰგავს „ფენტანილის,“ ოღონდ ეს არის სინთეზური „ფენტანილი.“ ეს არის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელზეც ძალიან მძიმე შედეგები არის აშშ-ში. დაახლოებით 60 ათასი  სიკვდილია დაფიქსირებული. მთავარი რაც არის უნდა ამოვიღოთ ნარკანი რეცეპტურიდან. იმიტომ, რომ რეალურად ეს არის ერთადერთი ანტიდოტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ადამიანებს ვუშველოთ,“-განაცხადა  სამედიცინო ცენტრ ”ურანტის” ხელმძღვანელმა, ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ.

რეგულირების სააგენტოში კი მიიჩნევენ, რომ კონკრეტული პრეპარატის ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით აუცილებელია კონსულტაციების გამართვა, რომელშიც მონაწილეობას ნარკოლოგებთან ერთად, ფარმაცევტებიც მიიღებენ.

„აუცილებელია დადგინდეს შემადგენლობა იმ ნივთიერების, რამაც გამოიწვია ამდენი სიკვდილიანობა. რაც შეეხება ურეცეპტოდ გაცემას, თუნდაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ნუსხაში "ნალოქსონის" შეატანს, ნალოქსონი არის ანტიდოტი და შეტანა ამ სპეცკონტროლს დაქვემდებარებულ სიებში ან თუნდაც რეცეპტიდან ამოღება დაკავშირებული არის გარკვეულ პროცედურებთან,“-განაცხადა რეგულირების სააგენტოს ნარკოტიკის ლეგალური ბრუნვის სამმართველოს უფროსმა ლალი დავითაიამ.

  

დღის ამბები