კახეთში აღმოჩენილი მავნე მწერი ფაროსანა არ არის - სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თელავში მუმლაურების ნაკვეთი შეისწავლეს. მათი ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კარტოფილის ნარგავს აზიური ფაროსანა ანადგურებს, არასწორია და აღმოჩენილი მწერი ფაროსანაზე გაცილებით ნაკლებად მავნებელია.
„კახეთის რეგიონში განვათავსეთ ათას 300-მდე ფერომონიანი დამჭერი და არც ერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება აზიური ფაროსანას გავრცელება. ეს კონკრეტული შემთხვევა და ეს მავნებელი არის სხვა სახეობა და არ არის აზიური ფაროსანა, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველია და ნაკლებად საფრთხეს წარმოადგენს სასოფლო სამეურნეო სავარგულებისათვის,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა.