17 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა 

მარნეული პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ქანან ალიევის ოჯახის წევრების მტკიცებით, ახალგაზრდის მდგომარეობას, ექიმები ჯანმრთელობისთვის საშიშად არ მიიჩნევდნენ, თუმცა დღეს კლინიკაში მისულებს ის დაღუპული დახვდათ.

ალიევები კლინიკის ხელმძღვანელობისგან და მედიკოსებისგან მომხდარის მიზეზების განმარტებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

"კურიერის" გადამღები ჯგუფის დანახვისთანავე, კლინიკის ადმინისტრაციამ კარი საერთოდ ჩაკეტა და შენობაში გარკვეული პერიოდი არავის უშვებდნენ, მათ შორის არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.

საქმე 116 -ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ცხედარი ამჟამად ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

რა გახდა 20 წლის ბიჭის სიკვდილის მიზეზი, ახლობლებისთვის უცნობია. 

„ცხვირიდან სისხლი რომ წამოუვიდა, მიიყვანეს ავერსის საავადმყოფოში, მარნეულში. ცუდად ხომ იყო ის ბავშვი, რატომ არ გაუშვეს თავიანთი მანქანით, ან თვითონ დაუძახებდა სასწრაფოს,“ - ამბობს გარდაცვლილი ქანან ალიევის ნათესავი თამაზ შიხიევი.

დღის ამბები