17 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ამოყრილი ფილები ბულვარში, დაზიანებული ველობილიკები და გზა-ბათუმი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება

ერთი თვე ტურისტული სეზონის დაწყებამდე-ბათუმი დამსვენებელს მოუმზადებელი ხვდება. ბულვარში ამოყრილია ფილები  და დაზიანებულია ველობილიკები, მოუწესრიგებელი და დაჭაობებულია  გზები ქალაქში. ბათუმში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ტურისტულ სეზონს ქალაქი აბსოლუტურად მოუწესრიგებელი ხვდება.

ინფრასტრუქტურული პრობლემებია ტურისტებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ და საყვარელ ადგილზეც. საოცრებათა მოედანი და ანბანის კოშკი დამსვენებლებს დაზიანებული საფეხმავლო გზითა და გადასასვლელებზე დამტვრეული და ამოყრილი ფილებით დახვდება.

ბათუმის მერიაში ამბობენ რომ პრობლემების შესახებ იციან და სეზონის დაწყებამდე ინფრასტრუქტურულ ხარვეზებს მუნიციპალიტეტი მოაგვარებს. 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები