17 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
WORLD RUN კახეთში-მსოფლიო გარბენში წელს 7 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში- მსოფლიო გარბენმა წელს არნახული ინტერესი გამოიწვია. მარათონმა, რომელიც ტრადიციულად კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან დაიწყო და კავკასიონის ქედის გასწვრივ გაიმართა, 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მასში რიგით მოქალაქეებთან და სპორტსმენებთან ერთად, კულტურისა და სპორტის მინისტრიც იყო ჩართული. ღონისძიებას ესტუმრა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ტომაშ აიანი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ამჯერადაც მთლიანად Wings for Life-ის ფონდს გადაერიცხება, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ახორციელებს. 

დღის ამბები