17 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
მუშაობა უმძიმეს პირობებში საარსებო წყაროსთვის - თურქეთში, ჩაის საკრეფად წასული ქართველი არასრულწლოვნები

თურქეთში, ჩაის კრეფის სეზონზე, საქართველოდან უამრავი ადამიანი გადადის, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან. უსახსრობის მიზეზით არაერთ მოზარდს უწევს სწავლაზე უარის თქმა.

მოზარდები სკოლიდან გამოდიან, თურქეთში მიდიან და იქ საარსებო წყაროსთვის შრომობენ. არასრულწლოვნები ძირითადად აჭარიდან, სამეგრელოდან და გურიიდან მიდიან.

მოზარდები ამბობენ, რომ ჩაის საკრეფად დილის 06:00 საათზე გადიან და საღამოს 6-7 საათამდე უმძიმეს პირობებში უწევთ მუსაობა.  ვისაც მშობელი არ მიჰყვება, სხვა სრულწლოვანზე გრძელვადიან მინდობილობას აკეთებენ და დედ-მამის გარეშეც დადიან.

თანასოფლელები ამბობენ, რომ არასრულწლოვნებისთვის ასეთ მძიმე პირობებში მუშაობა არ შეიძლება, მაგრამ არც ის შეიძლება აქ ულუკმაპუროდ იყვნენ. ჩაის საკრეფად წასული სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებს ერთი თვე აცდენენ. 

ერთადერთი უწყება, რომელმაც ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის სამინისტროა, ამბობენ, რომ სხვადასხვა პროექტებით პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

დღის ამბები