ვარდების მოედანს მალე ახალი სახელი ექნება. თბილისის მერიის ინიციატივით მას პირველი დემოკრატიის რესპუბლიკის მოედანი უნდა დაერქვას.
საზოგადოების ცნობილი სახეები ამბობენ, რომ ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლას პოლიტიკური კონტექსტი აქვს, რადგან 2003 წლის ნოემბერში სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო საპროტესტო ტალღა რომელიც ვარდების რევოლუციით დასრულდა.
საკრებულოს ოპოზიციაშიც ფიქრობენ, რომ კალაძის ინიციატივა რევანშისტულია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ იმასაც, რომ ვარდების რევოლუცია არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პარტიას და ეს იყო ისტორიული მოვლენა.
ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლა არ მოსწონთ მოქალაქეებსაც. მათი ნაწილი მერს ურჩევს უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდეს.