თბილისში, ფიფიას ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა. ინციდენტის დროს
ავტომობილი გაჩერებული იყო და მძღოლი ადგილზე არ იმყოფებოდა.
ავტომობილი საკვები ზეთით იყო დატვირთული - პროდუქციის დიდი ნაწილი განადგურდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არსებობდა მეორე სატვირთო ავტომანქანაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა ამის თავიდან აცილება მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.