ძიუდოისტები მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან - ეროვნული ნაკრების წევრები და გულშემატკივრები რამდენიმე საათში ძიუდოს ფედერაციის შენობასთან შეიკრიბებიან და დავით ქევხიშვილთან შეხვედრას შეეცდებიან.
ძიუდოისტების მთავარი მოთხოვნა ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომაა. სწორედ მას უკავშირებენ სპორტსმენები ფედერაციაში არსებულ პრობლემებს.
მათი მტკიცებით, ფედერაციაში ერთპიროვნული მმართველობა და არაჯანსაღი სიტუაციაა. ცნობილია, რომ ქევხიშვილი თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებს და დაპირისპირებულ მხარესთან შეხვედრას 10 მაისს, საგანგებო ყრილობაზე გეგმავს.
„მას უნდა ეყოს გონიერება და ადამიანობა, რომ ბოლოს მაინც მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მან დატოვოს დაკისრებული ვალდებულებები. გამოსავალი არსი მხოლოდ ერთ, მან უნდა დატოვოს თანამდებობა იმ თანამოაზრეებთან ერთად, რომ ვინც თვლის, რომ დავით ქევხიშვილი ყველაფერში მართალია ამ ბიჭებთან და აბსოლუტურად არაფერში არ ტყუის და არანაირი ხარვეზი არ ჰქონია ამ ხნის განმავლობაში,“-განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.