17 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
„მთავარია, რომ ადამიანებმა თვითონ სცენ პატივი თავის ჯანმრთელობას" - სუბარი ნარკოტიკებით გარდაცვალების შემთხვევებს ეხმაურება

„მთავარი მაინც არის, რომ ადამიანებმა თვითონ სცენ პატივი თავის ჯანმრთელობას და მოუფრთხილდნენ“-ასე ეხმაურება სოზარ სუბარი ბოლო დროს ნარკოტიკული საშუალებებით ახალგაზრდების გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებს.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს, რომლებიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითხოვენ და ამბობს, რომ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის.

„მე ძალიან უცნაურად მეჩვენება ის განცხადებები რასაც „თეთრი ხმაური“ და სხვები აკეთებენ. ლამის გადავიდნენ ნარკოტიკების პრომოუშენზე და ეგ არამგონია სწორი პოლიტიკა იყოს და როცა მერე რაღაც ტრაგედია ხდება, ოღონდ კი დამალონ მათ, რომ ნარკოპოლიტიკა არის დამღუპველი იწყებენ შეტევას შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ეს არ გამოიღებს დადებით შედეგს,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო კვირის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონით“ ათამდე ადამიანი გარდაიცვალა. P.S-ის სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ თბილისში ნარკოტიკების გამსაღებელთა კარგად ორგანიზებული და სავარაუდოდ საერთაშორისო ქსელი მოქმედებს. მომხმარებელს 15 წუთი სჭირდება იმისთვის, რომ ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკი შეიძინოს. 

 

დღის ამბები