ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა და ზედოზირებით გარდაცვლილი მოქალაქეები გაზრდილი რაოდენობა -მმართველი გუნდის ნაწილი გამოსავალს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაში ხედავს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გამოსავალი დეკრიმინილიზაცია. ამასთან უნდა განხორციელდეს პრევენციული ქმედებები იმისთვის, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს.
„გაყოფილია აზრი, მით უმეტეს ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანები იღუპებიან ნარკოტიკული საშუალებებისგან. ეს იწვევს ასევე გააქტიურებას საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც საერთოდ ითხოვს რომ საერთოდ გამკაცრდეს, მათშორის მომხმარებელთა მიმართაც დამოკიდებულება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დეკრიმინილიზაცია არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან. და რაც მთავრია, უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა და ეს მხოლოდ შესაძლებელია პრევენციაში შესაბამისი თანხების ჩადებით,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ნარკოპოლიტიკა სადაც აქცენტი გაკეთდება პრევენციაზე - ასეთია არჩილ თალაკვაძის პოზიცია. დეპუტატი ამბობს, რომ აუცილებელია ნარკოდამოკიდებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მკურნალობა.
„საჭიროა ძალიან აქტიური საინფორმაციო კამპანია, განსაკუთრებით ზედოზირების წინააღმდეგ. ჩვენი გუნდი მხარს უჭერს ისეთ ნარკოპოლიტიკას, სადაც მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება პრევენციაზე. ნარკოდამოკიდებულმა პირებმა მიიღონ მკურნალობის და რეაბილიტაციის ის დახმარება რაც მათ სჭირდებათ. და რაც მთავარია ასევე ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბოლო კვირის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონით“ ათამდე ადამიანი გარდაიცვალა. P.S-ის სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ თბილისში ნარკოტიკების გამსაღებელთა კარგად ორგანიზებული და სავარაუდოდ საერთაშორისო ქსელი მოქმედებს. მომხმარებელს 15 წუთი სჭირდება იმისთვის, რომ ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკი შეიძინოს.