17 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
„ხელისუფლებას მართებს ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, რომ უმკაცრესი იყოს გზავნილი ნარკორეალიზატორების მიმართ" - კახიძე

„ევროპული საქართველო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს შეიმუშაოს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც სიტუაციას მკვეთრად განმუხტავს. ოთარ კახიძე ბოლო დროს ნარკოტიკული საშუალებებით ახალგაზრდების გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებს გამოეხმაურა.

კახიძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არის ქაოტური მდგომაროება.

„ხელისუფლებას მართებს ამ რაღაც ქაოტური მიდგომების უნიფიკაცია. რაღაც ერთიანი პოლიტიკის შემუშავება იმისთვის, რომ უმკაცრესი იყოს სახელმწიფოს გზავნილი ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ. იყოს მკაცრი კონტროლი განსაკუთრებულ სარისკო ვითარებებზე. ეს პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. წარმოადგინოს პარლამენტში. ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი მთავრობები,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.  

 ბოლო კვირის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონით“ ათამდე ადამიანი გარდაიცვალა. P.S-ის სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა , რომ თბილისში ნარკოტიკების გამსაღებელთა კარგად ორგანიზებული და სავარაუდოდ საერთაშორისო ქსელი მოქმედებს. მომხმარებელს 15 წუთი სჭირდება იმისთვის, რომ ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკი შეიძინოს.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები