17 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
თურქეთში, საქართველოს სამი მოქალაქის პროსტიტუციაში იძულების წესით ჩართვის ბრალდებით, 18 პირი დააკავეს

თურქეთში, საქართველოს სამი მოქალაქის პროსტიტუციაში იძულების წესით ჩართვის ბრალდებით 18 პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ადანას პროვინციაში, სამ სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა უცხოელი ქალები რეგიონში დაქორწინების პირობით ჩაიყვანეს, თუმცა შემდეგ პიტბულის ჯიშის ძაღლებით აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და პროსტიტუციას აიძულებდნენ.

პოლიციის რეიდების თავიდან ასაცილებლად, დაჯგუფების წევრები ქალებს 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობდნენ ადგილობრივი მედიის ცნობით, ოპერაციაში 300-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.

დღის ამბები