დღეს საღამოს „რუსთავი 2"-ის მაყურებელს წინ "მხოლოდ ქართულის" მორიგი კონცერტი ელოდება ცოცხალი შესრულებით. პროექტს დღეს კიდევ ერთი მონაწილე დატოვებს და მომავალი კვირიდან კონკურსში მონაწილეობას უკვე 8 ახალგაზრდა მუსიკოსი განაგრძობს.
დღევანდელ საღამოს ქალაქური სიმღერები შესრულდება. კონკურსის მონაწილეების თქმით, მაყურებელს საინტერესო კონცერტი ელის.
დღევანდელი საღამო კი როგორც ყოველთვის, არაერთ სიურპრიზს ჰპირდება მაყურებელს.