17 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ნარკოტიკებით გარდაცვალების გახშირებული შემთხვევები-"თეთრი ხმაური" სერგეენკოს უწყების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

"თეთრი ხმაურის" მოძრაობა ჯანდაცვის სამინისტროს უპირისპირდება და უწყებას სრულ უმოქმედობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ 10-მდე ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც კი ჯანდაცვის სამინისტრო არაადექვატურია და ვერ აცნობიერებს შექმნილ ტრაგიკულ სიტუაციაში საკუთარ როლს.

„ჩვენ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა გახდა ამ ადამიანების მოწამვლის თუ გარდაცვალების მიზეზი. ეს არის  ტიპიური ჯანდაცვითი პრობლემა, როდესაც ადამიანების მასიური მოწამვლა ხდება ან გარდაცვალება. ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება ჩვენ დღეს არ მოგვისმენია,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა დავით სუბელიანმა.

ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში." იურისტი  
გურამ იმნაძე აცხადებს, რომ მაშინ როდესაც საზოგადოება პერმანენტულად იღებს ინფორმაციას ახალგაზრდების მორიგი გარდაცვალების შესახებ და ასევე ნარკოტიკის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ამ უწყების ორიენტირი რატომღაც არის მომხმარებელი.

„ჩვენთვის გაუგებარი არის რატომ არის კვლავაც ამ უწყების მთავარი ორიენტირი მომხმარებელი და ეს რესურსები რატომ არ იხარჯება რეალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ,“-განაცხადა გურამ იმნაძემ. 

დღის ამბები