ჯანდაცვის მინისტრი "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრების განცხადებას ეხმაურება. საუბარია ბოლო დროს ნარკოტიკული საშუალებებით გარდაცვლილი ახალგაზრდების რაოდენობის მატებაზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ორგანიზაციაში ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებენ. დავით სერგეენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იმუშავებს შსს ან ჯანდაცვის სამინისტრო, მთავარია მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ კლუბურ ნარკოტიკს აქვს ისეთივე შედეგი, როგორიც სხვა ჯგუფის ნარკოტიკებს.
„ნარკოპოლიტიკის ცვლილებები არის მხოლოდ ერთი რამ და არ შეიძლება იყოს რაიმე სხვა. ეს არის მიწოდების შემცირება და ეს არის მოხმარების შემცირება და ნებისმიერი ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული აქეთკენ და არა იქეთკენ, რასაც ნაწილობრივ ვხედავთ რომ ლამის პოპულარიზაცია მიდის გარკვეული ჯგუფის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერება. ვერანაირი შსს, ჯანდაცვის სამინისტრო ათ-ათჯერ გამრავლებული მთლიანობაში ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას თუ კი არ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა და არ იქნება სწორი გაცნობიერება იმისი, რომ ბუნებაში არ არსებობს რეკრიაციული და საკლუბო გასართობი ნარკოტიკები. მათ შეუძლიათ ისეთივე ფატალური შედეგები გამოიღონ, როგორც სხვა ჯგუფის ნარკოტიკებმა,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.