საქართველოში ევროპის დღეების კვირეული აღინიშნება. საზეიმო ღონისძიება ევროპულ სკოლაში წელს უკვე მერვეჯერ გაიმართა და მას საგარეო საქმეთა მინისტრი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული რეწვისა და კულინარიის ნიმუშები გამოფინეს.