პარიზში საქართველოს სათვისტომოს ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი ტრიუმფალურ თაღთან აღნიშნეს. უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ცეცხლი დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად აანთეს. საზეიმო ცერემონიაზე საფრანგეთში მცხოვრები ქართველები ძველი და ახალი დროშებით მივიდნენ.