17 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
სლოვაკეთი - ადგილი, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის

სამი საათი და ოცი წუთი და თქვენ პირდაპირი რეისით თბილისიდან ბრატისლავაში აღმოჩნდებით - ევროპის ერთ-ერთ უძველს ქალაქში, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის, მათ შორის ის ქართველებიც, რომლებიც ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობენ. 

49 ათას კვადრატულ მეტრზე ხუთ მილიონზე მეტი მცხოვრებითა და ყოველწლიურად ამავე რაოდენობის ვიზიტორით, ეს სლოვაკეთია - გაეროს, ევროკავშირის, შენგენის ზონის, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციისა და ნატოს წევრი ქვეყანა. ქვეყანა რომელმაც დამოუკიდებლობა, ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ მოიპოვა.

ბრატისლავაში ტურისტებისათვის ყველაზე საყვარელი ადგილი ძველი ქალაქი და მდინარე დუნაის ხიდზე მდებარე ე.წ. მფრინავი თეფშია- ქალაქის ყველაზე მაღალი ადგილი, საიდანაც დედაქალაქის სიძველე - უახლესს ერწყმის.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ საინტერესო ადგილებისა, რომელიც სლოვაკეთში ჩასულმა ვიზიტორებმა უნდა ნახონ.

დღის ამბები